მამუკა ხაზარაძესა და ზურა ჯაფარიძეს საპარლამენტო უფლებამოსილება შეუწყვიტეს

16.11.21 16:41
მამუკა ხაზარაძესა და ზურა ჯაფარიძეს საპარლამენტო უფლებამოსილება შეუწყვიტეს

79 მომხრე და 2 წინააღმდეგი - ,,ლელოს" ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს, საპარლამენტო უფლებამოსილება შეუწყვიტეს. 

რაც შეეხება ,,გირჩი მეტი თავისუფლება" -ს ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს,  მისთვის მანდატის შეწყვეტას მხარი დაუჭირა ასევე 79-მა, ხოლო წინაააღმდეგი კენჭისყრაში მონაწილე არც ერთი დეპუტატი არ აღმოჩნდა.

მამუკა ხაზარაძემ და ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ პარლამენტის დატოვების გადაწყვეტილება 2021 წლის არჩევნების შემდეგ მიიღეს. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ამ ფორმით არჩევნების შედეგი გააპროტესტეს.

მსგავსი სიახლეები